Loading data...
ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ

„არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებზე ისევ მილიონ ხმაზე მეტს აიღებს. 

რასაც ეს სახედაკარგული ოპოზიცია აკეთებს, ეს ყველაფერი ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და როცა მიდის არჩევნებზე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და იმიტომ არის, რომ „ქართული ოცნება“ იღებს მილიონ ხმაზე მეტს. წელსაც ავიღებთ მილიონ ხმაზე  მეტს. ეს არის ჩვენი სახედაკარგული ოპოზიციის ქმედების შედეგი.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ასეთი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ქაოსი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბიზნესზე, შიდა და გარე ინვესტორებზე, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, სტაბილური სიტუაცია არის თუ არ არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.

სხვანაირად ამ მოღალატეებს და ჩვენი ქვეყნის მტრებს არ შეუძლიათ. არჩევნებში მონაწილეობით ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი თვითონაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ პროცესი თავად მართონ. თითოეულმა აქტივისტმა ტრენინგების გავლის შემდეგ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.