Loading data...
ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

„ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არ უშვებს შესაძლებლობას ხელიდან და ცდილობს, რომ ამ უკიდურესად ტურბულენტურ, დაძაბულ გარემოში და ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული და ის საფრთხეები, რომლებიც დღეს არის მაქსიმალურად განეიტრალებული ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, პირიქით, გამძაფრდეს და სერიოზულ რისკებად იქცეს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.