Loading data...
ჭეიშვილი გერმანიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ

ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ზაარბრუკენსა და თბილისს შორის 51-წლიანი პარტნიორობის გაწყვეტას. 

თორნიკე ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ დონეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება კონკრეტული დავალებების შემსრულებელი პირების მიერ არის ნაკარნახევი.

„მუნიციპალურ დონეზე როცაა ლაპარაკი და ამის წარმოჩენას ცდილობს კონკრეტული სახელმწიფო იმგვარად, რომ ეს არის გარკვეული პასუხი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუ რას იმიზეზებენ და რა მოაქვთ არგუმენტად, ესეც გასარკვევია კარგად, რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა შესაბამისი მარიონეტული პირების მიერ, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.