Loading data...
ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე: 4 წლის წინ 6 თვე დასჭირდა, რომ მათ პატრონებს ეთქვათ, პარლამენტში შემოსულიყვნენ, ვფიქრობ, ახლა ამას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება

„ოთხივე, რომელმაც ბარიერი გადალახა, ოთხივე პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. მათ აქვთ მიზანი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციას უცხოეთიდან აფინანსებენ. 

„4 წლის წინ ამ ყველაფერს დასჭირდა 6 თვე, რომ დარწმუნებულიყვნენ და მათ პატრონებს ეთქვათ, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ვფიქრობ, ახლა გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება ამისთვის.

კონკრეტული თანხებით არიან ეს ადამიანები დაფინანსებული, მათ შორის, უცხოეთიდან, რასთან დაკავშირებითაც ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჰქონდა გარკვეული ეჭვები და შესაბამის გამოკვლევებს ატარებდა. ასე რომ, როგორც პატრონები ეტყვიან, ისე გააკეთებენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს მმართველი