Loading data...
ჩაკვეტაძე BBC-ის სტატიაზე: 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ ეს 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა.

„სამწუხაროა, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ბიბისი, სიცრუის ფორმულას და „მთის ამბების“ დონეზე დაეცა.

0 ფაქტი; 0 არგუმენტაცია; 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამება“, - წერს ჩაკვეტაძე. 

შეგახსენებთ, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.