Loading data...
ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს

„გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

მისი თქმით, მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და დაიცვას ქვეყანა.

„საქართველო კომპლექსურ გზაგასაყარზე დგას. ჩრდილოეთისკენ თქვენი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც მილიონი კაცი დაიღუპა. სამხრეთშიც, ასევე, ქვეყანაა ჩართული ომში, რომელიც არყევს საერთაშორისო ეკონომიკას. ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს განვითარების გზაზე იდგეს და არ იყოს ჩათრეული იმ კონფლიქტში, რომელიც არ დაუწყია. ეს მოვისმინე პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, რომ მთავარია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს მომავლის დაცვა.

სანქციების პოლიტიკა დასავლეთისგან უბიძგებს იმისკენ, რომ საქართველო გეოპოლიტიკური მხარე აირჩიოს. ჰარმონიზაცია დასავლეთთან და მტრობა რუსეთთან, რომელიც იბრძვის უკრაინაში. ეს არ არის საქართველოსთვის კარგი არჩევანი იმ გარემოებებში, როდესაც საქართველოს უკვე ერთი გამანადგურებელი ომი ჰქონდა რუსეთთან 2008 წელს. სანქციები გახლავთ მხოლოდ ინსტრუმენტი, რომ წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს საქართველო, რომ აირჩიოს ესა თუ ის მხარე, დაიჭიროს მტრული პოზიცია რუსეთთან მიმართებით. მაგრამ ახლა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გახლავთ ირანის სტრატეგიული პარტნიორი საშინელი იდეა ეს. სანქციები არაეფექტურია. მაკროშედეგები სანქციებისა, რასაც ვხედავთ ევროპასaა და ბრიტანეთში აზიანებს დასავლეთს იმით, რომ ხდება შენელება ინდუსტრიალიზაციის, ენერგომატარებლების ფასები იზრდება ევროპის მოქალაქეებისთვის. ფუნდამენტურად სანქციები გახლავთ ცუდი პოლიტიკის ნაყოფი. გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს“, - განაცხადა იან პრაუდმა.