Loading data...
ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია

„ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს.

მისი თქმით, როთი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა.

„თქვენ თავად იცით, რომ როთიც, შოლციც ძალიან აკრიტიკებდნენ ილონ მასკს მისი პოსტების გამო, რომ ერთი პოსტი თურმე ითვლებოდა გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევად და თურმე არაერთი ვიზიტი საქართველოში, არაერთი განცხადება, შეფასება, მიტინგებზე ჩამოსვლა და ა.შ. ეს არ ყოფილა ჩარევა საშინაო საქმეებში.

რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის ისევე, როგორც არის მიუღებელი, როგორც გითხარით, რადგან ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.