Loading data...
ბოჟაძე: ოპოზიცია ცდილობს, როგორც 9 აპრილი გაერთიანების ნაცვლად, დაპირისპირების დღედ აქციეს, ასევე გააკეთოს 26 მაისსაც

„ვადაგასულ პრეზიდენტს და ოპოზიციას არავინ ეკითხება 26 მაისის აღნიშვნა. ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, როგორც 9 აპრილი გაერთიანების ნაცვლად, დაპირისპირების დღედ აქციეს, ასევე გააკეთოს 26 მაისსაც. 

„რა თქმა უნდა, ყველამ ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ვიზეიმოთ 26 მაისი, როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორც 9 აპრილი გაერთიანების ნაცვლად, დაპირისპირების დღედ აქციეს, ასევე გააკეთოს 26 მაისსაც, რომ ცალკე აღნიშნონ, ან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის იყოს განხეთქილება, დაპირისპირება, რაც თავისთავად მიუღებელია. 

ყველას მინდა ვთხოვო, მათ შორის 26 მაისსაც, დარჩნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან ეს ყველას დღესასწაულია. ყველამ ღირსეულად აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და დავივიწყოთ ყველა ის დავალებები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის გარედან იღებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.