ბოჟაძე: ისევე, როგორც როთი ასრულებს საკუთარ კარიერას, ასე დაასრულებს „ნაცმოძრაობის“ არაერთი ლიდერი თავის პოლიტიკურ კარიერას
„რატომ გადაწყვიტა როთმა, რომელიც გერმანიის პოლიტიკიდან მიდის, დაემშვიდობოს ქართველ ამომრჩეველს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია - როთი ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასრულებს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტს.
მისი თქმით, როთი გამოირჩეოდა სიძულვილით ქართული ეკლესიის მიმართ.
„როთი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის რეალურ სახეს. როთი არის სახე იმ პოლიტიკოსებისაც, რომლებიც გარედან ამაგრებენ „ნაცმოძრაობას“. რატომ გადაწყვიტა როთმა, რომელიც გერმანიის პოლიტიკიდან მიდის, დაემშვიდობოს ქართველ ამომრჩეველს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, როთი ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასრულებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ისევე, როგორც როთი ასრულებს საკუთარ კარიერას, ასე დაასრულებს „ნაცმოძრაობის“ არაერთი ლიდერი თავის პოლიტიკურ კარიერას.
როთი გამოირჩეოდა სიძულვილით ქართული ეკლესიის მიმართ, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი რწმენის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიმართ. იმედი მაქვს, რომ მისი ვიზიტი სასარგებლო იქნება ოპოზიციისთვის და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართველი ხალხი რეალურად რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაცმოძრაობის“ სახით“, - აღნიშნავს ბოჟაძე.