Loading data...
ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ.

დეპუტატის თქმით, ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას.

„კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, როგორც ევრობიუროკრატია, ასევე, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. ყველამ კარგად იცის პროცესები, რომელიც განვითარდა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე, გავიხსენოთ უკრაინა, მოლდოვა. ის, რაც არის ევროპული ევროპაში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპული არ აღმოჩნდა.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“. ის, რაც მისაღებია ევროპაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოში არის მიუღებელი. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ელჩის განცხადება, თითქოს ისინი არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, ასევე, სამწუხაროდ არის ტყუილი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია“, რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.