Loading data...
ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ვიცი, რა არის მუნიციპალიტეტის გამოწვევები. მინდა, ის გამოცდილება, რაც მაქვს ჩემს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოვახმარო

„აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და მუნიციპალიტეტის გამოწვევები ვიცი, რა არის. მინდა, ის გამოცდილება, რაც მაქვს, მოვახმარო ჩემს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბოლნისში ზამურ ჭითანავამ.

იგი გეგმების რამდენიმე მიმართულებაზე საუბრობს.

„უნიკალური ქალაქი გვაქვს და მინდა, ყურადღება მიექცეს მას, ფასადები და სახურავები შეკეთდეს. ასევე, ცენტრალურ პარკის მოდერნიზაცია მოხდეს, შენარჩუნდეს უნიკალური ხეები და განვითარდეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის სპორტული და სხვა შემეცნებითი ზონები“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.