Loading data...
ბითაძე ოპოზიციაზე: ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც რადიკალები ახორციელებენ

ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც ჩვენი რადიკალები ახორციელებენ, დაწყებული მათი ვითომ ე.წ გაერთიანებით, დამთავრებული საქართველოს ხელისუფლებისთვის იარლიყების მიკერების მცდელობით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოპოზიციის პოლიტიკა თავად ოპოზიციას უთხრის ძირს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებენ რადიკალები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის განვლილი დღე, განვლილი პოლიტიკური გზა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ნათლად დაინახა და დაინახა მსოფლიომაც, რომ ვერავინ საქართველოს მოსახლეობას გარედან ვერ უკარნახებს და ვერანაირი იძულება ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ აქ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის მარიონეტები, რომლებიც დღეს, რომ ყოფილიყვნენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო ჩაბმული იქნებოდა რომელიმე ომში“, - აღნიშნა ბითაძემ.