ბითაძე ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის
ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც ის ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს ყულევის ტერმინალის სასანქციო სიაში შეყვანის.
„ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები. ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა ყულევის ტერმინალის სასანქციო სიაში შეყვანის.
სწორედ ეს იყო იმის ფაქტობრივი მოცემულობა რის გამოც საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება. მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.