Loading data...
ბიძინა გიორგობიანი: საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა, აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან

„საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა კითხვა დაუსვა, რა პერსპექტივაა ვაზიანის აეროპორტისათვის ის ფაქტი, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ.

„საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, უკვე დაგეგმილია და მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ეს საკითხი, ახალ ფაზაში შედის საქართველო არა მხოლოდ მგზავრთ გადაყვანის, არამედ ტვირთ გადაზიდვის კუთხით. ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლი, რომელიც დააკავშირებს როგორც ჩინეთის, ასევე შუა აზიის ქვეყნებს და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.