Loading data...
ბერაძე Eagle Hills-ის პროექტზე: ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში

„ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ Eagle Hills-ის პროექტზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ სურს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„ანტიქართული მოძრაობის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს პროექტი ჩაშალონ და არ განხორციელდეს, რადგან მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სწორედ ამ ნარატივის მიხედვით, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

პროექტი არის უპრეცედენტო. ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ასევე, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნავს ბერაძე.