1726745733
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: უკიდურეს სირცხვილად მიმაჩნია ვინმეს ორიენტაციაში ჩარევა, ან მისი განკითხვა ამის გამო
„ჩვენ მივიღეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, რადგან ეს გახლდათ ქართველი ხალხის ნება-სურვილი“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი არის შესაბამისობაში ქართულ ტრადიციებთან, რწმენასთან და საზოგადოების მიდგომებთან.
„ეს იყო შესაბამისობაში ქართულ ტრადიციებთან, რწმენასთან, დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობასთან და მიდგომებთან, რომელიც გააჩნია მას. ის არის უკიდურესად ტოლერანტული, მათ შორის ნებისმიერი როგორც კონფესიის, ასევე, სექსუალური უმცირესობის მიმართ. უკიდურეს სირცხვილად მიმაჩნია ვინმეს ორიენტაციაში ჩარევა, ან მისი განკითხვა ამის გამო“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.