Loading data...
ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო ალიანსზე - ცრუპენტელაობენ, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა თანამდებობისა და სიების ირგვლივ, არამედ წალენჯიხის გასაბერი „ბასეინის“ ჩაფუშვის საკითხზე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარია-ხაზარაძის შესაძლო ალიანსი წინასწარ შეთანხმებული და გათამაშებული თემაა.

„თუ ამ უნიჭო დრამატურგიას შევხედავთ, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს საქართველოს პრეზიდენტი, ეს ბუნებრივია, გათამაშებული იყო. თითქოს ასევე შეუთანხმებელი იყო პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული გარკვეული შეთანხმება შეხვედრის შესახებ. ახლა როცა ვუსმენ ამ ადამიანებს როგორ წვალობენ და ცრუპენტელაობენ, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ თურმე ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა თანამდებობისა და სიების ირგვლივ, არამედ ალბათ, წალენჯიხის გასაბერი „ბასეინის“ ჩაფუშვისა და დასაწყობების საქმეზე, სხვა ვერსია მე არ მაქვს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.