ბექა მენთეშაშვილი: ვიყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა - გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა - ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა

მოგესალმებით, ძვირფასო ვაზისუბნელებო და VIII ლეგიონის მცხოვრებლებო! ვიყო ისნის რაიონის (ვაზისუბნის, VIII ლეგიონის) მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვაზისუბანი არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, - წერს ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა მენთეშაშვილი სოციალურ ქსელში.
მენთეშაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის ნდობისთვის.
„აქ ვისწავლე ერთობის და თანადგომის ფასი. ჩემი მიზანია, ჩვენს უბანში შევძლოთ მრავალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რათა ვაზისუბანი და VIII ლეგიონი გახდეს თბილისის ერთ-ერთი ლამაზი და პრესტიჟული უბანი!
გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა. მზად ვარ, მთელი ძალით ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს რაიონს და თითოეულ თქვენგანს.
მადლობა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მეტი სიკეთე თბილისს!“, - წერს მენთეშაშვილი.