Loading data...
ბექა გელენავა: ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა

ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა გელენავა.

„ეს რაიონი (ვაჟა-ფშაველას კვარტალები, ნუცუბიძის პლატო) ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელთანაც მაკავშირებს ჩემი ახალგაზრდობის წლები , ძვირფასი მოგონებები და ადამიანები, ვისთან ერთადაც გავიზარდე.

დღეს, როგორც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, მინდა ეს სიყვარული საქმედ ვაქციო - გავაძლიერო ჩვენი უბანი, შევქმნა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მეტი სიმშვიდე ოჯახებისთვის და ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი.

ჩემთვის ამ გზაზე უდიდესი ძალა და მოტივაცია სწორედ თქვენი ნდობა და მხარდაჭერაა. მადლობა „ქართული ოცნების” გუნდს ნდობისთვის. მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“ - წერს გელენავა.