Loading data...
ბექა ძამაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას, შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ეს არის დასჯადი, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ფორმა არა თუ ნაკლებ, შეიძლება უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცესა და ვირტუალურ სივრცეზე.

მომჩივანი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცეზე, ვირტუალურ სივრცეზე, კიბერ სივრცეზე და ეს მხოლოდ ფიზიკურად, საჯარო სივრცეში გამოხატვის დროს უნდა განხორციელებულიყო, რაზეც ძალიან მკაფიოდ ევროპულმა სასამართლომ გააკეთა განმარტება… ამ საქმის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.