Loading data...
ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა საქმეზე - მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის.

კონკრეტული ადამიანების - საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე, რომ ვისაც მოუნდება, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.