Loading data...
ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: იმედი მაქვს, ეს ხალხი ყველაფერს წაიკითხავს - შემოვლენ რეალურ თემატურ ოპონირებაში. თუ რაიმე ახალი იდეა ექნებათ, ყველას კარი ღიაა და სიამოვნებით მოვუსმენთ

„იმედი მაქვს, ეს ხალხი ყველაფერს წაიკითხავს. შემოვლენ რეალურ თემატურ ოპონირებაში. თუ რაიმე ახალი იდეა ექნებათ, ყველას კარი ღიაა და სიამოვნებით მოვუსმენთ. ქალაქის საქმის კეთებაში პრობლემა საერთოდ არ გვაქვს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

დავითულიანი იხსენებს, რომ თბილისის საკრებულოში 2017 წლის მოწვევის საკრებულოშიც მუშაობდა, იმ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები დიდი კვოტით იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა, ისინი საკითხების სიღრმისეული განხილვით არც ინტერესდებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხარჯზე სანამ იყო მაღალი კვოტა ოპოზიციის, რაც რეალურად მე თვითონაც პრობლემად მიმაჩნდა - რაღაცის გაკეთება და შიგნით გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, დოკუმენტს არავინ კითხულობდა. პირდაპირ დგებოდნენ და საყვირალ თემას იღებდნენ, რომლის უკანაც არაფერი იყო და უბრალოდ ყვიროდნენ, რადგან ადვილად გასაყიდი იყო მედიაში, თორემ იმის უკან მართლაც, არაფერი შავდებოდა. დოკუმენტი რომ წაეკითხათ, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო რაღაც რისკები, იმას დაინახავდნენ, მაგრამ არავინ კითხულობდა.

მათი კვოტა ამ საკრებულოში აღარ არის. არის „ლელო“, „გირჩი“ და „კონსერვატორების“ წარმომადგენელი. ცოტა არიან. იმედი მაქვს, ეს ხალხი ყველაფერს წაიკითხავს. შემოვლენ რეალურ თემატურ ოპონირებაში. თუ რაიმე ახალი იდეა ექნებათ, ყველას კარი ღიაა და სიამოვნებით მოვუსმენთ. ქალაქის საქმის კეთებაში პრობლემა საერთოდ არ გვაქვს, თუ რაიმე ჯანსაღი იდეა წამოვა, რადგან ეს ქალაქი ჩვენიც არის, მათიც არის და ყველასია. საბოლოო ჯამში, მე გავაკეთებ კარგს, თუ ის მოიტანს კარგ იდეას და მის იდეას გააკეთებს, პირობითად, მერია, საერთო ჯამში, ქალაქი ყველასთვის გაუმჯობესდება. ას თუ მიუდგებიან, მივიღებ კრიტიკასაც და ნებისმიერ კარგ იდეასაც“, - აღნიშნა დავითულიანმა.