Loading data...
ბაჩო ოდიშარია: უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, „ენჯეოებიდან“ ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს - ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში, მშვიდობას აქილიკებენ და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ნატრულობენ

„უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, „ენჯეოებიდან“ ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს“, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია წერს სოციალურ ქსელში.

ოდიშარიას განცხადებით, ქართულ ოპოზიციაში რეალურად ქართული არაფერია, რამდენადაც ისინი მშვიდობის ნაცვლად ტყვიების წვიმას და ომს ნატრულობენ საქართველოში.

მისივე თქმით, მათთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესები და შესაბამისი პოლიტიკური გემოვნების მქონე საზოგადოებაა მნიშვნელოვანი, დანარჩენ ყველას კი აქილიკებენ და მათ გარდაცვალებას ზეიმობენ.

„უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს. ეს არიან სუბიექტები, ვისაც ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში, მშვიდობას აქილიკებენ და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ნატრულობენ, მათგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთა გარდაცვალებას ზეიმობენ, ერის სიხარულს - ეროვნული ნაკრების და ქართველი სპორტსმენების გამარჯვებებს მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ, თუ პოლიტიკური გემოვნება აქვთ საერთო, სხვა ქვეყნის დროშებში გახვეულები ევედრებიან უცხო ქვეყნებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება მოახდინონ, სასულიერო პირებიც (ყოფილი) კი აგენტები ჰყავთ, ირწმუნებიან რომ სიმართლე მათ მხარესაა და დებატებს გაურბიან ტყვიასავით, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართო და მეხუთე კოლონად გააფორმეს საკუთარი თავი; მოკლედ, არაფერი ქართული მათში არაა,“ - წერს ბაჩო ოდიშარია.