Loading data...
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.