Loading data...
ავთანდილ კუნჭულია: ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, გადატვირთონ თბილისის ქუჩები

„მათ მიიღეს მხარდაჭერა, საპარლამენტო მანდატები, თუმცა პარლამენტში შესვლის ნაცვლად, კარვებში შედიან და ამით შეურაცხყოფას აყენებენ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩევლებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი დაძაბულობის შექმნაა. 

„ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, გადატვირთონ თბილისის ქუჩები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 50-100 კაცით ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ვერ მოექცევა კანონის ჩარჩოში, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყების მიერ“, - აღნიშნა კუნჭულიამ.