ათონელის სასახლეში ზვიად ძიძიგურიც მივიდა

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური შეხვდა.
ძიძიგური ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის შეთაბაზებული გაერთიანება, შესაძლოა, პოზიტივის მომტანი იყოს, მხარეების სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში.
„ვისაუბრეთ იმ პროექტზეც, რომელზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა შესთავაზა ქართულ პოლიტიკურ შემადგენლობას. მიმაჩნია, რომ მისი გააქტიურება არის ძალზე მნიშვნელოვანი, შესაძლებელია პოზიტივების მომტანი გახდეს, რა თქმა უნდა, სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში. პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთი ფორმატი შეიქმნას, სადაც მათ თავიანთი პოზიციების დაფიქსირების, ევროინტეგრაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საშუალება ექნებათ.
გარდა ამისა, იქნება შესაძლებლობა, ამ პარტიებმა ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, კორდინაციის რეჟიმში იმუშაონ“, - აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ოპოზიციური გაერთიანების პლატფორმის - „ერთობა ევროპისთვის“ - შექმნა დააანონსა. მან გუშინ კონსულტაციები გამართა რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან. კონსულტაციებში ჩართვას არ აპირებენ: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".