1784219540
პოლიტიკა
აშშ-ში მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა
ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალი სახელმწიფო მდივანმა გახსნა.
შეხვედრას 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის, მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა.
„სადამდე მიიყვანა მსოფლიო ძალადობის და ტერორიზმის პოლიტიკური გამოხატვის ლეგიტიმურ ფორმად წარმოჩენის მცდელობებმა“, - ამის შესახებ კი მარკო რუბიომ ვრცელად ილაპარაკა და აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის ეპოქა, სადაც მემარცხენე ძალადობა არამხოლოდ გამართლებულად, ხელშეუხებელ მოვლენად მიიჩნეოდა.