1772367291
პოლიტიკა
აშშ-ში 2 მარტიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია კონგრესსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს
2 მარტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი იმყოფებიან.
დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საუბარი შეეხება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას.
დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, რომელიც კონგრესში გაიმართება.