Loading data...
არჩილ გორდულაძე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით. ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

„ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ ამას უნდა ჰქონდეს თავისი შედეგი და ამავდროულად, უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში“, - აცხადებს გორდულაძე.