Loading data...
არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს, დაუბრუნდნენ ნამდვილად ევროპულ საწყისებს, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობას და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას

„უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

იგი გამოცემა POLTICO-ს სტატიას გამოეხმაურა, სადაც ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდ ჩავარდნაზეა საუბარი.

„მნიშვნელოვანია, დაუბრუნდნენ ნამდვილად ევროპულ საწყისებს, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობას და რაც მთავარია, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ ვხედავთ.

როდესაც ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, განსაკუთრებული შანტაჟის, დაშინების და ზეწოლის ობიექტები ვართ ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩაფლავებისკენ არის ხოლმე მიმართული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.