Loading data...
არჩილ გორდულაძე: თინა ბოკუჩავა ჩვეულებრივი აგენტია, რომელმაც კორუმპირებულ ჯო უილსონს უნდა ჩააბაროს, ერთი მხრივ, ანგარიში და მეორე მხრივ, ისევ და ისევ შეეცადოს, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად რაღაც თითიდან გამოწოვილი აქტები დააინიციროს

თინა ბოკუჩავა ჩვეულებრივი აგენტია, ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანი, რომელმაც კორუმპირებულ ჯო უილსონს უნდა ჩააბაროს, ერთი მხრივ, ანგარიში და მეორე მხრივ, ისევ და ისევ შეეცადოს, ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად რაღაც თითიდან გამოწოვილი აქტები დააინიციროს, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აშშ-ში ვიზიტს, სადაც ისინი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. 

გორდულაძის თქმით, ჯერ ბოკუჩავამ უნდა გაიხსენოს თავისი სალანძღავი პოსტები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ აქვს დაწერილი და რომლებიც თავისი პიარმენეჯერების დავალებით წაშალა. 

„ჯერ ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ გაიხსენოს თავისი სალანძღავი პოსტები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ აქვს დაწერილი. აშშ-ში რომ მიბრძანდება და შემდეგ ისევ და ისევ თავის პიარმენეჯერების დავალებით რომ წაშალა, ახლა რომ გამოჩნდა დიდი ამერიკელი და ტრამპის გულშემატკივარი. ის ჩვეულებრივი აგენტია, ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანი, რომელიც ახლაც ჩადის სხვა ყველაფერზე ხელმომწერ ადამიანთან, ჯო უილსონთან, კორუმპირებულ პირთან, რომელსაც უნდა ჩააბაროს, ერთი მხრივ, ანგარიში და მეორე მხრივ, ისევ და ისევ შეეცადოს, რომ ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად რაღაც თითიდან გამოწოვილი აქტები დააინიციროს და კიდევ ერთხელ ისეთი ყველაზე დიდი აფიორა ერთ-ერთი, როგორც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო წარმოებული ჩვენს ქვეყანაში, არის ზუსტად ის ე.წ. მეგობრული და რეალურად ყველაზე მტრული აქტი ჩვენ მიმართ. არავითარი შინაარსი ამ აქტს არ აქვს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.