Loading data...
არჩილ გორდულაძე: სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოენგრათ საქსტატის განცხადებიდან გამომდინარე, ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა

სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოენგრათ „საქსტატის“ განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე. ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„საკითხი არ არსებობს, სადაც ე.წ. ოპოზიციას და რეალურად „ნაცკლასტერს“ რაიმე სიმართლე ეთქვას. სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოენგრათ „საქსტატის“ განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე. ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. რაც შეეხება არალეგალებს, იმის გამო, რომ ჰუმანური მეთოდებით, დემოკრატიული, სამართლებრივი პრინციპების დაცვით მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება მოხდეს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მივიღეთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 93,4 % საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ