Loading data...
არჩილ გორდულაძე: შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული მმართველობითი სისტემა

„თქვენ არ მოგწონთ ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორი არჩილ გამზარდიას.

„რა მოწონება არმოწონებაზეა ლაპარაკი?! აქ მთავარი საკითხია, შენს ქვეყანას, შენს მოქალაქეს, შენს ეკონომიკას რა წაადგება და რა არ წაადგება. ჩვენი ხელისუფლება მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს ქვეყნები არიან შუა აზიის წარმომადგენლები, მათზე უნდა გაიაროს ჩინურმა ტვირთმა საქართველოში რომ მოხვდეს და საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში.

დიახ, შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მმართველობითი სისტემა“, - აღნიშნა გორდულაძემ.