არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: გვახსოვს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც, მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას
„გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის ყველა მცდელობა სინთეზშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ასე ხდებოდა 4 მუნიციპალიტეტში. სენაკში პირდაპირ პროცედურების ყველანაირი დარღვევით ჩაატარეს სხდომა და აირჩიეს თავმჯდომარეები, გაინაწილეს სხვადასხვა პოზიციები და ეს ყველაფერი არ არის ერთეული შემთხვევები.
მთელ რიგ შემთხვევებში მათ მისწერეს მოღალატეობრივი წერილი ევროკავშირის წარმომადგენლებს და ბიუროკრატიას, რომ საქართველოსთან არავითარი ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული. მათი ყველა მცდელობა სინთეზშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.