1770748543
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველოში უპრეცედენტო ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ - ყველაზე მთავარი არის პრევენცია, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს, რასაც უზრუნველყოფს პრემიერი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად
„ერთია, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და მეორეა ფაქტები. ფაქტების წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვერ მიდის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაფიქსირებულია, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
„ყველაზე მთავარი არის პრევენცია, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს, იყოს მეტი გამჭვირვალობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად“, - აცხადებს გორდულაძე.
მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს 10 წევრ სახელმწიფოს.