Loading data...
არჩილ გორდულაძე საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე: ახლა უკრაინის ხელისუფლებაში კეთილის მოსურნეები არ გვყავს და შესაბამისად, მათი ინტერესია არეულობა მოხდეს ჩვენთან

„ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ჰექსოგენის“ საქმეს.

მისი თქმით, საქართველოს ახლა უკრაინის ხელისუფლებაში „კეთილის მოსურნეები“ არ ჰყავს.

„ქართულ ოცნებაში“ არ უკვირთ, რომ „ჰექსოგენის“ საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა.

„არ გვყავს კეთილის მოსურნეები ახლა უკრაინის ხელისუფლებაში და, შესაბამისად, მათი ინტერესია, რომ რამენაირად არეულობა მოხდეს ჩვენთან. ასევე, გარე ძალებს აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, რომ ამ არეულობის ფონზე მღვრიე წყალში თევზი მარტივად დაიჭირონ. ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.