არჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია
ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები და მნიშვნელოვანია, ამ ინტერესებს შორის იყოს თანხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს დასწრება მკაფიო ნაბიჯია.
„ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები და მნიშვნელოვანია, ამ ინტერესებს შორის იყოს თანხვედრა.
ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, მკაფიო ნაბიჯია.
ჩვენ, დიახაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ ის ურთიერთობა, რომელიც ასე სძულს და მტკივნეულად არის აღქმული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ყველაფერი, რაც შეიძლება, იყოს გადადგმული ამ ქვეყნის სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, არ ასხამს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე წყალს. და ვხედავთ კიდეც ამას მათ განცხადებებში და აღშფოთებებში. დაკარგულები არიან, ერთიანი პოზიციაც არ აქვთ. ხედავთ, რომ აკეთებენ ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.