1777970483
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის დაცლილი ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან, ამის მაგალითებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ.
„არახალია საქართველოზე თავდასხმა, ქართულ მედიაზე, ქართულ თავისუფალ სიტყვაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ყველაფერ დემოკრატიულობაზე და ამ ყველაფერს ფუთავენ დემოკრატიის საფარქვეშ“, - აღნიშნა გორდულაძემ.