არჩილ გორდულაძე: პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ პირველ რიგში თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს.
„როდესაც პასუხიმსგებლიანი ხელისუფალი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისუფლად იოპერიროს, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა.
ჩვენ შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს რაც შეიძლება ბევრი ქართველი დავასაქმოთ, მაგრამ დასაქმების ადგილი აღარ გვქონდეს და პირიქით. თუ ძალიან ბევრ დასაქმების ადგილს ვქმნით, (რომელიც ძალიან კარგია თავის შინაარსით), მაგრამ აქ თუ საქართველოს მოქალაქეები ვერ დასაქმდებიან, მაშინ რა გამოვა?! მიზანი საბოლოო ჯამში მიღწეული ვერ იქნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.