არჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიზნად ისახავენ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლა, რომ შემდეგ ცალ ფეხზე დგომით შეასრულონ პატრონების დავალებები.
„სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ათჯერ დამარცხდნენ არჩევნებში სხვადასხვა დონის მუნიციპალურ თუ საპარლამენტო არჩევნებში. იგივე იქნება მომავალშიც. პატრონების დავალების შესაბამისად გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება.
ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი წარმატება დააფუძნონ რომელიმე სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის თანამდებობის პირს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენას, ავიწყდებათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები მხოლოდ ქართველები არიან. მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ირჩევს საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებასაც ადამიანები მხოლოდ საქართველოში იღებენ. როდესაც ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა რაიმე სხვა მოვლენას დაუკავშირონ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ უსამშობლობას, დამოკიდებულებას სხვა ძალებზე. ყველაფერი ისევ და ისევ მარცხისთვისაა განწირული“, - აღნიშნა გორდულაძემ.