არჩილ გორდულაძე: „ოპოზიციის ალიანსი“ ძველი „ნაცების“ გაერთიანება, ეს ადამიანები ქვეყნის დასაზიანებლად და სამტროდ მოქმედებენ, ამ ყველაფერს 2003 წლიდან დღემდე აკეთებენ
ცდილობენ, როგორმე, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, მაგრამ არ გამოსდით, რადგან უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები საქართველოს დასაზიანებლად მოქმედებენ.
„ეს ალიანსი არაფერია, თუ არა ძველი „ნაცების“ გაერთიანება, სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიასი. ეს ადამიანები ამ ქვეყნის დასაზიანებლად და სამტროდ მოქმედებენ, ამ ყველაფერს 2003 წლიდან დღემდე აკეთებენ.
მათთვის მთავარია, რაც უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავონ და მეტი პრივილეგია ჰქონდეთ. ამის შემდეგ კი, ისევ ბიზნესის დატერორებას დაიწყებენ და ადამიანებს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
ისევ თავიანთი პატრონების დავალებებს ასრულებენ. ცდილობენ, როგორმე, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, მაგრამ არ გამოსდით, რადგან უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.