Loading data...
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში მოუძღოდა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი რაც გაავრცელეს და მეორე თითქოს მათ მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულია მოქალაქეობის მინიჭების წესი, რომელიც ყველასთვის საერთოა.

„მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში მოუძღოდა. როგორც 2010 წელს იყო რუსეთი ოკუპანტი და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცვლიდა უვიზო მიმოსვლას, როგორც ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ასეთი იყო გარე მითითება, ახლა გარე მითითება შეიცვალა და მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მათ დაჯგუფებას არ აწყობს და ყველაფერს უნდა დაუძახონ რუსული და ისევ შუღლი ჩამოაგდონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.