არჩილ გორდულაძე: „ნაცი“ ხელისუფლებაში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაცი“ ხელისუფლებაში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ახალგაზრდები დააჯეროს, რომ კოალიციური მთავრობა მმართველობის ყველაზე კარგი ფორმაა.
„ეს ადამიანები [ოპოზიციონერები] ვერ იტანენ ერთმანეთს, ატანა არ აქვთ, მაგრამ უნდა იყვნენ გაერთიანებულები სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება. მათ პატრონს ჰგონია, თუ დაქსაქსავს „ნაცებს“ სხვადასხვა პარტიაში და შემდეგ შეეცდება ახალგაზრდები მოატყუოს, რომ კოალიციური მმართველობით შესაძლებელია, კოლექტიური „ნაცები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამით თავის მავნებლურ მიზანს მიაღწევს.
ნაცი ხელისუფლებაში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება იმიტომ, რომ ასეთია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს გორდულაძე.