არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, სააკაშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.
„სადღაც სულ უნდა იყოს პირველი. მათ შორის ფსკერზეც კი, სადაც ახლა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, იქაც უნდა იყოს პირველი. თან შევახსენებთ, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საკუთარი გადაწყვეტილებით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც იგი უკრაინაში პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბატონი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, რომ თურმე მასზე დგას ქვეყნის მომავალი. დაე, ასე სჯეროდეს. მიხეილ სააკაშვილისთვის არსებობს პარალელური სამყარო, სადაც ის არა მხოლოდ რეალისტური საქართველოს ლიდერია, არამედ, რატომაც არა, იყოს კონტინენტის ლიდერიც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.