Loading data...
არჩილ გორდულაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეს ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა

„ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია. მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეს ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, პირდაპირი თავდასხმა ხდება ქართველი ხალხის ნებასა და მის არჩეულ ხელისუფლებაზე.

„ჩვენ ვხედავთ პირდაპირ თავდასხმას ქართველი ხალხის ნებასა და მის არჩეულ ხელისუფლებაზე, რასაც თავისი მიზანი და არგუმენტი აქვს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს გამოყენება პროქსი ომად, პროქსი სახელმწიფოდ, თითქოს ვინმემ ზემოდან უნდა გვიყუროს და აქ ადამიანები ადამიანები არ არიან, მხოლოდ ის მცირე ჯგუფია ადამიანები, რომლებიც ყველა უცხოელის ნათქვამს აპრიორი ჭეშმარიტებად იღებს. ასეთი დამოკიდებულების გატარება სამწუხაროდ არაერთხელ ხდებოდა წარსულშიც და ახლაც მიმდინარეობს.

წესით მათ არ უნდა აწყობდეთ, თუ ისინი თავისუფლები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში და თუ მათ უკან არ დგანან ისეთი ძალები, რომლებსაც მათივე ქვეყნების გამოყენება უნდათ საკუთარი მიზნებისთვის ისევე როგორც საქართველოს გამოყენება უნდათ. ამ ძალას ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ,ხოლო აშშ-ს ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“. როდესაც ასეთი ძალები არიან ჩართული, რა თქმა უნდა ეს ურთიერთობების ნორმალიზებაც ძალიან გართულებულია, მაგრამ თუ დაფიქრდება საზოგადოება, რომ არ უნდა დაანგრიონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური გარემო, არ უნდა ესაუბრონ ქედმაღლურად სხვა ქვეყნებს და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება ვერ იქნება პროდუქტიული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.