არჩილ გორდულაძე: ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს პეტერ ფიშერი
„ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
„ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი [ელჩი ფიშერი], რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს. პარლამენტის წინაშე გერმანიის ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს და ეს რამდენად დემოკრატიულია, ამას გერმანელი ხალხი შეაფასებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
კითხვები, რომლებიც AFD-ს ოფიციალურ ბერლინთან აქვს, ქართულმა მხარემაც არაერთხელ დასვა, მათ შორის გერმანიის ელჩთან ფიშერთან. რატომ აცხადებს ანტიდემოკრატიულად ქართულ კანონებს და რატომ აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გერმანია - სწორედ ამ კითხვებით მიმართა გერმანიის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას.