Loading data...
არჩილ გორდულაძე: „ლელოს“ 2-ჯერ აქვს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აღიარებული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ლელომ“ 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ორჯერ აღიარა.

„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ბატონ გიორგი სიორიძეს და „ლელოს“ 2-ჯერ აქვს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აღიარებული.

პირველი, როდესაც თვითონ გიორგი სიორიძე გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ლელოს“ წარდგინებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცესკოს წევრი ვერ გახდება პარტიული წარდგინებით პირი, თუ მას არ ჰყავს პარლამენტში წევრი.

მეორე, როდესაც „ლელომ“ აიღო პარტიული დაფინანსება. საზოგადოებისთვის გასახსენებლად, პარტიულ დაფინანსებას პოლიტიკური პარტია იღებს მიღებული ხმების თანაფარდობით. თუ არასწორად ჩატარდა 2024 წლის არჩევნები, მაშინ დაფინანსებაზე უარი რატომ არ თქვეს?!“, - აღნიშნა გორდულაძემ.