Loading data...
არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე.

„ეს არის ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველა ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მათ ბოგინს ჩვენს ქვეყანაში დაესვას წერტილი სამართლებრივად“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო . ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.