Loading data...
არჩილ გორდულაძე: ყულევის გარშემო ატეხილი კამპანია და აჟიოტაჟი მიზანმიმართულად იყო გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რაც ჩაიფუშა

ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

გორდულაძის განცხადებით, ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა ჩაიშალა.

„ყულევის გარშემო ატეხილი კამპანია და აჟიოტაჟი მიზანმიმართულად იყო გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რაც ჩაიფუშა. ვაი-ქართველები, სამწუხაროდ, აგრძელებენ შეტევას, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე და ცდილობენ, როგორმე გააუარესონ სოციალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.

არავითარი სანქცია არ იქნება დაკისრებული იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.