არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დეპუტატი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია. ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული, უნდა იყოს ხელშესახები, უნდა დავივიწყოთ რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ და „დიფ სთეითის“ ჩანერგილმა პირებმა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობები, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს, აშშ-ის ინტერესები“, - აღნიშნა გორდულაძემ.